ავტორიზაცია

ჰოლანდი ერთადერთი არ არის - ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაში ბაიერნმა სხვა შემტევსაც მიაგნო

ჰოლანდი ერთადერთი არ არის - ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაში ბაიერნმა სხვა შემტევსაც მიაგნო
თარიღი 13 Nov 2021, 17:49

„ბაიერნი“ ნელ-ნელა შეუდგა იმაზე ფიქრს, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს რობერტ ლევანდოვსკი იმ შემთხვევაში, თუ პოლონელს მომდევნო ზაფხულს გუნდიდან წასვლა მოუნდება.

ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას რაიმე ახლის მოსინჯვა სურს და არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში სხვა ჩემპიონატში გადასვლას შეეცდება.

ბუნებრივია, პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრებენ - დორტმუნდელი ერლინგ ჰოლანდია. თუმცა, „ბაიერნს“ სარეზერვო ვარიანტიც შეუმუშავებია.

Sport BILD-ის ინფორმაციით, ლევანდოვსკი წასვლის შემთხვევაში, „ბაიერნმა“ შესაძლოა „ფიორენტინას“ სერბი ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენა სცადოს.

თუმცა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან „იები“ გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვენ, „ბაიერნი“ კი მარტივად ამხელა თანხების გადახდას არ თანხმდება.

გარდა ამისა, ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში „ბაიერნს“ კონკურენცია ექნება - სერბით „ატლეტიკო“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“ და სხვებიც ინტერესდებიან.