ავტორიზაცია

ზიდანი და ტენ ჰაგი გამოირიცხა - მანჩესტერმა სოლსკიაერის შეცვლის მთავარი კანდიდატი ამოირჩია

ზიდანი და ტენ ჰაგი გამოირიცხა - მანჩესტერმა სოლსკიაერის შეცვლის მთავარი კანდიდატი ამოირჩია
თარიღი 13 ნოე 2021, 18:55

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სოლსკიაერის გაშვებას არ ჩქარობენ, თუმცა მის პოტენციურ შემცვლელზე ფიქრი არავის დაუშლია.

The Sun-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოლსკიაერის შეცვლის მთავარ კანდიდატად „ლესტერის“ ამჟამინდელი თავკაცი ბრენდან როჯერსი სახელდება.

ოქტომბერში ამ შორტ-ლისტში იყვნენ ანტონიო კონტე, ზინედინ ზიდანი და ერიკ ტენ ჰაგიც. თუმცა, იტალიელმა 2 ნოემბერს ოფიციალურად „ტოტენჰემი“ ჩაიბარა, ზიდანი და ტენ ჰაგი კი მანჩესტერულ გუნდში მუშაობით დაინტერესებულები არ არიან.

„ემიუს“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სოლსკიაერის გაშვების შემთხვევაში, „ლივერპულის“ ექს-მწვრთნელის გადმოსვლაზე დაყოლიებას მოახერხებს.

გავრცელებული ინფორმაციით, როჯერსს „ლესტერთან“ გაფორმებულ კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც მას გაუშვებენ, თუ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდის მხრიდან წამოვა ინტერესი.