ავტორიზაცია

"დორტმუნდში გადასვლა ძალიან მინდოდა", - დე ბრუინი

"დორტმუნდში გადასვლა ძალიან მინდოდა", - დე ბრუინი
თარიღი 13 ნოე 2021, 22:09

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა, კევინ დე ბრუინმა განაცხადა, რომ წლების წინ, ლონდონის "ჩელსიში" თამაშის პერიოდში ის დორტმუნდის "ბორუასიაში" გადასვლაზე ფიქრობდა.

"ჩელსიში თამაშის პერიოდში, დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი სათადარიგოთა სკამზე, თუმცა ამის მიუხედავად, კლუბი ჩემი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგი მიანც იყო.

ლონდონელები ჩემთვის აპირებდნენ კიდევ ერთი შანსის მოცემას, თუმცა მე გონებით დორტმუნდში გადასვლაზე ვიყავი გადართული. მქონდა წინათგრძნობა, თითქოს ეს სწორედ ჩემი კლუბი იქნებოდა.

"არისტოკრატები" რეალურად დავტოვე, თუმცა აღმოვჩნდი არა ბორუსიაში, არამედ ვოლფსბურგში. ვერ ვიტყვი, რომ "მგლებში" გადასვლა სანაბებელი გამიხდა", - განაცხადა ბელგიელმა.