ავტორიზაცია

VIDEO: მბაპეს პოკერი, ბენზემას დუბლი და სხვა - საფრანგეთმა ყაზახეთი 8:0 გაანადგურა

თარიღი 14 ნოე 2021, 02:25

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა ყაზახეთი გააცამტვერა.

მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 8:0 დასრულდა.

შეხვედრაში პოკერი და საგოლე გადაცემა კილიან მბაპემ გაიფორმა, რომლისთვისაც დღევანდელი საღამო ნამდვილ ბენეფისად იქცა.

დუბლით თავი კარიმ ბენზემამ  გამოიჩინა, კიდევ თითო-თითო გოლი კი ადრიენ რაბიომ და ანტუან გრიზმანმა გაიფორმეს.

საფრანგეთმა 7 მატჩში 15 ქულა დააგროვა და ჯგუში პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს, მისი უახლოესი მდევარი ფინეთია 11 ქულით.