ავტორიზაცია

VIDEO: ბელგიამ შინ დამაჯერებლად ესტონეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა

თარიღი 14 ნოე 2021, 02:31

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიამ შინ ესტონეთი დაამარცხა.

შეხვედრა „ქინგ ბადუინ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მე-11 წუთზე ანგარიში კრისტიან ბენტეკემ გახსნა კარასკოს პასით, 53-ზე თავად კარასკომ მოახერხა გოლის გატანა, ამჯერად ბენტეკეს საგოლე გადაცემით.

70-ე წუთზე სორგამ ერთი ბურთის გაქვეთა მოახერხა, თუმცა ოთხ წუთში ბელგიელებმა ორბურთიანი უპირატესობა ტორგან აზარის გოლით აღადგინეს და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ბელგიამ 19 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონატის საგრუზი ოფიციალურად გაინაღდა, ჯგუფში მეორე ადგილზე კი უელსია 14 ქულით.