ლა ლიგის პრეზიდენტი: "ანსუ ფატი კილიან მბაპეს არაფრით ჩამოუვარდება და შეიძლება სჯობს კიდეც"
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, „ბარსელონას“ ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი „პსჟ-ს“ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ამჯობინა.
„ყოველთვის ძალიან გვიყვარს დიდი მნიშვნელობის მინიჭება იმისთვის, რაც ესპანეთის ფარგლებს გარეთ ხდება.
ჩვენ გვყავს ანსუ ფატი, რომელსაც, სამწუხაროდ, ტრავმები ჰქონდა, მაგრამ მან შეძლო დამტკიცება, რომ მბაპეს არაფრით არ ჩამოუვარდება, ან საერთოდ სჯობს კიდეც.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს AS.
ფატი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 19 წლის შემტევმა ლა ლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მალევე ისევ ტრავმა მიიღო და 3-4 კვირით მოედანს ჩამოშორდა.