VIDEO: ბარსელონაში ჩაფრენის შემდეგ, დანი ალვეშმა გულშემატკივრებს მიმართა
„ბარსელონას“ ახალწვეულმა დანი ალვეშმა, გუნდში დაბრუნების შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.
„მოგესალმებით, უკვე აქ ვარ, ბარსელონაში! ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა და სახლში დაბრუნება. იმედია, მალე შევხვდებით.
ძალიან მინდა სიამოვნება მივიღო და დაგეხმაროთ იმ „ბარსელონას“ დაბრუნებაში, რომელიც ასე გვიყვარდა.“ - ციტირებს ალვეშის სიტყვებს კატალონიური კლუბი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ 38 წლის ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, ალვეში გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა.