ავტორიზაცია

"სერია ა-ს სხვა მწვრთნელებს ერთად არ მოუგიათ იმდენი, რამდენიც ჟოზეს", - ტოტიმ მოურინიო დაიცვა

"სერია ა-ს სხვა მწვრთნელებს ერთად არ მოუგიათ იმდენი, რამდენიც ჟოზეს", - ტოტიმ მოურინიო დაიცვა
თარიღი 14 ნოე 2021, 14:29

„რომას“ ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ, რომაელთა მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

„შეცდომა იქნება თქმა, რომ გუნდის პრობლემა ამჟამად მოურინიოა. საქმე მასში არ არის. იტალიის ჩემპიონატის ყველა მწვრთნელს ერთად არ მოუგია იმდენი ტიტული, რამდენიც მოურინიომ. მის წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ.

„რომამ“ ჟოზეზე იმედი უნდა დაამყაროს. ის შესანიშნავი მწვრთნელია, მოტივატორი, მენეჯერი. მან იცის, როგორ იმუშავოს გუნდთან, რა გააკეთოს და რა ილაპარაკოს. მას უნდა ვენდოთ.“ - აღნიშნა ტოტიმ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა „რომა" სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. სერია ა-ს 12 ტურის შემდეგ გუნდი 19 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება.