რით ცდილობს მანჩესტერ იუნაიტედი ზინედინ ზიდანის მოთაფლვას?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ოლე გუნარ სოლსკიაერის პოტენციური შემცვლელის ძიებას აგრძელებს.
The Times-ის ინფორმაციით, მანკუნიანელები ამჟამად ცდილობენ, გუნდში დანიშვნაზე ზინედინ ზიდანი დაიყოლიონ, რომელზეც აქამდე მხოლოდ ის იწერებოდა, რომ მას „მან.იუნაიტედში“ მუშაობა არ აინტერესებდა.
ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს და რაფაელ ვარანის ყოფნა ფრანგს დაიყოლიებს და ზიდანი „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობას დათანხმდება.
ზიზუ უმუშევარია მას შემდეგ, რაც მაისში მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მეორედ დატოვა.
ვარანთან და რონალდუსთან ერთად ზიდანი 2016-2018 წლებში მუშაობდა და ამ კომპანიამ ზედიზედ სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.