ავტორიზაცია

"ადვილი არ არის", - ბეილმა ტრავმის შემდეგ დაბრუნებაზე ისაუბრა

"ადვილი არ არის", - ბეილმა ტრავმის შემდეგ დაბრუნებაზე ისაუბრა
თარიღი 14 ნოე 2021, 16:04

„რეალის“ და უელსის ნაკრების შემტევმა, გარეტ ბეილმა, საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

ბელარუსთან (5:1) გამართული მატჩი ბეილისთვის აგვისტოს შემდეგ პირველი აღმოჩნდა. მთელი ეს დრო მას ტრავმა ჰქონდა. ცნობისთვის, ეს მისთვის ნაკრებში ჩატარებული მე-100 მატჩი იყო.

„თავს კარგად ვგრძნობდი. სათამაშო რითმი მაქვს დასაბრუნებელი, ეს კი საერთოდ არ არის ადვილი. 45 წუთი ჩემთვის ამ მატჩში საკმარისი იყო, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონდა. ასე იყო დაგეგმილი და დაბრუნება მიხარია.

რთული გზის გამოვლა მომიწია, რათა ტრავმიდან დავბრუნებულიყავი, თუმცა ნამდვილად ღირდა.“ - ციტირებს ბეილის სიტყვებს BBC.

ცნობისთვის, უელსელს სეზონის ბოლოს „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის უკვე ემზადებიან.