ავტორიზაცია

ბაიერნის ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა ლა ლიგაში გააგრძელოს

ბაიერნის ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა ლა ლიგაში გააგრძელოს
თარიღი 14 ნოე 2021, 17:16

„ბაიერნის“ ესპანელი ნახევარმცველი მარკ როკა „ბეტისის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

Diario de Sevilla-ს ინფორმაციით, ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად ინტერესდება.

საუბარია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საიჯარო ხელშეკრულებაზე, თუმცა კლუბებს მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ.

როკა „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობს, სადაც „ესპანიოლიდან“ 9 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხი სათანადოდ ვერ მოიკიდა
.
მიუნხენურ გრანდთან ესპანელს კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.