ავტორიზაცია

ცნობილია, რატომ თქვა ანტონიო კონტეზე უარი მანჩესტერ იუნაიტედმა

ცნობილია, რატომ თქვა ანტონიო კონტეზე უარი მანჩესტერ იუნაიტედმა
თარიღი 14 Nov 2021, 17:28

უკვე თითქმის ორი კვირაა ანტონიო კონტე „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელია. არადა, პრესა მას აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უკავშირებდა.

პრესაში იწერებოდა, რომ კონტე და იუნაიტედის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. თუმცა, საბოლოო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ და მხარეებს შორის კონტრაქტი ვერ გაფორმდა.

Daily Star-მა ამის მიზეზი დაადგინა: თურმე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ კონტეს დანიშვნა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ იტალიელმა სპეიცალისტმა 2022 წლისთვის (იანვრის და ზაფხულის გათვალისწინებით) სატრანსფერო ბიუჯეტის სახით 250 მილიონი ევრო მოითხოვა.

როგორც ჩანს, „იუნაიტედმა“ მას ამის გარანტია ვერ მისცა და ამიტომ, კლუბმა კონტეზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ამჟამად, „წითელი ეშმაკები“ სოლსკიაერის პოტენციურ შემცვლელებად ზინედინ ზიდანს, ერიკ ტენ ჰაგს და ბრენდან როჯერსს განიხილავენ.