ავტორიზაცია

კლოპი: "მსოფლიოსთვის ძალიან ცუდის ნიშანი იყო ის, რომ ტრამპმა და ჯონსონმა არჩევნები მოიგეს"

კლოპი: "მსოფლიოსთვის ძალიან ცუდის ნიშანი იყო ის, რომ ტრამპმა და ჯონსონმა არჩევნები მოიგეს"
თარიღი 14 ნოე 2021, 17:41

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პოლიტიკაზე ისაუბრა.

„უნდა ვთქვა, რომ არჩევნები, რომელზეც დონალდ ტრამპი (აშშ-ში) და ბორის ჯონსონი (დიდ ბრიტანეთში) აირჩიეს, მსოფლიოსთვის ცუდის ნიშანი აღმოჩნდა იმის თვალსაზრისით, რომ მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რამდენად არაგამართლებული იქნება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ამის მოხდენას ხელი შევუწყვეთ და ჩემთვის ეს დაუჯერებელია. ერთი უკვე წავიდა, მეორე კი დღემდე თანამდებობაზეა. დაუჯერებელია. რატომ ვაძლევთ ისეთ ადამიანებს, როგორიც ფარაჟია (პარტია Brexit-ის ლიდერი) და ჯონსონი, ხალხი ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანონ?

აშკარაა, რომ კარგად მოაზროვნე ადამიანები არ არიან საჭირო და მათ არ იყენებენ. მაგრამ, პრობლემა სხვა რამეშია, კერძოდ კი ხალხში, რომლებსაც ჩვენ ხმას ვაძლევთ, ან სისტემაში, რომელიც უფლებას იძლევა ასეთ ადამიანებს ხმა მივცეთ.“ - აღნიშნა კლოპმა.

ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ჯონსონი კი დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტი 2019-ში გახდა, როცა ამ თანამდებობაზე ტერეზა მეი ჩაანაცვლა.