ავტორიზაცია

"მჯერა, რომ კვარაცხელიას მშრალი სერია რუბინშიც შეწყდება", - ყაზანელთა ყოფილი მწვრთნელი

"მჯერა, რომ კვარაცხელიას მშრალი სერია რუბინშიც შეწყდება", - ყაზანელთა ყოფილი მწვრთნელი
თარიღი 14 ნოე 2021, 21:13

ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. რუსი დამრიგებელი ქართველის მშრალ სერიას შეეხო. 

"რატომ ვერ გაჰქონდა კვარაცხელიას გოლები შვედეთთან შეხვედრამდე? მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. მას პირველ რიგში აკლდა სტაბილურობა, თუმცა ხვიჩას ასაკისთვის ეს ნორმალურია.

მისი ჩავარდნა განპირობებული იყო გამოუცდელობით და მე იმედი მაქვს, რომ სკანდინავიელებთან მატჩის შემდეგ, ქართველი შემტევის გარშემო ერთგვარი გარდატეხა მოხდა. 

აღარ ღირს საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ ვერ იტანდა ის გოლებს, მშრალი სერია წარსულს ჩაბარდა, ველით იგივეს რუბინშიც. მჯერა, რომ ყაზანელთა ვინგერი ძველებურად ათამაშდება".

შეგახსენებთ, "ვიკინგებთან" დაპირისპირებაში 21-წლის გარემარბმა გაიფორმა დუბლი, საერთო ჯამში კი მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 5 გოლი დაუგროვდა.