ავტორიზაცია

დე ბრუინი: "პეპს ურჩევნია თავისი პრინციპებით დამარცხდეს, ვიდრე კონტრშეტევებით მოიგოს"

დე ბრუინი: "პეპს ურჩევნია თავისი პრინციპებით დამარცხდეს, ვიდრე კონტრშეტევებით მოიგოს"
თარიღი 15 ნოე 2021, 11:11

„მან სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინამ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

„მატჩების წინ ყოველთვის შეკრება გვაქვს ხოლმე და გვარდიოლა ამბობს: „ჩვენ ეს, ეს და ეს უნდა გავაკეთოთ. აბა, წავედით.“ 

მაშინ, ჩვენ ვეუბნებით: „პეპ, ვინ თამაშობს?! ზოგჯერ მას ავიწყდება, მისთვის გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო მაღლა დგას მისი ფილოსოფია.“

ბევრი ადამიანი ამას ვერ იგებს. პეპს ურჩევნია თავისი საფეხბურთო პრინციპებით დამარცხდეს, ვიდრე კონტრშემტევი ტაქტიკით მოიგოს. მას შემტევი ფეხბურთი უყვარს.“ - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს Daily Mail.

პრემიერ ლიგაში 11 ჩატარებული მატჩის შემდეგ „მან სიტი“ მეორე ადგილზეა 23 ქულით და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.