ნანიმ გაიხსენა, როგორ ცდილობდა ბრუნოს მანჩესტერში გადასვლაზე დაყოლიებას
„მან.იუნაიტედის“ ყოფილმა შემტევმა, ლუიშ ნანიმ, გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა თანამემამულე ბრუნო ფერნანდეშის დარწმუნებას „წითელ ეშმაკებში“ გადასვლაზე.
ბრუნო „ემიუში“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა.
„მე პირველმა ვუთხარი ბრუნოს, რომ მან ინგლისში უნდა ითამაშოს და თუ გადაწყვიტა, არჩევანი მანჩესტერ იუნაიტედზე უნდა შეაჩეროს. მე ვამბობდი, რომ ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება.
„ორლანდოში“ გადასვლიდან ორ თვეში ვნახე სიახლე, რომ „ემიუ“, „მანსიტი“ და „ტოტენჰემი“ ბრუნოსთვის იბრძვიან.
მას მივწერე და გავუმეორე: „თუ გადასვლას გადაწყვეტ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ აირჩიე, ასე აჯობებს.“ - ციტირებს ნანის სიტყვებს The Athletic.