ავტორიზაცია

ბარსელონამ შესაძლოა ხავი სიმონსი დაიბრუნოს

ბარსელონამ შესაძლოა ხავი სიმონსი დაიბრუნოს
თარიღი 15 ნოე 2021, 14:33

„პსჟ-ს“ ნახევარმცველი ხავი სიმონსი შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

CADENA SER-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავს.

ნიდერლანდელი ნახევარმცველის დაბრუნები სიდეა იქამდეც გაჩენილა, თუმცა „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ ეს საკითხი ახლახანს კიდევ ერთხელ წამოწია.

სიმონსის აგენტმა მინო რაიოლამ პოტენციური ტრანსფერი „ბარსას“ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან უკვე განიხილა ერთ-ერთ შეხვედრაზე. ლაპორტას მოსწონს ფეხბურთელის უფასოდ გადაბირების იდეა, რადგან მას 2022 წლის ზაფხულში ხელშეკრულება ეწურება.

სიმონსი „ბარსელონას“ აღზრდილია და „პსჟ-ში“ 2019 წელს გადავიდა, თუმცა პარიზული გუნდის მაისურით მხოლოდ ორი არასრული მატჩი ჩაატარა.