ავტორიზაცია

"ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ნორმალური შვებულება აუცილებელია", - დე ბრუინი ფიფას იდეის შესახებ

"ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ნორმალური შვებულება აუცილებელია", - დე ბრუინი ფიფას იდეის შესახებ
თარიღი 15 ნოე 2021, 16:03

"მანჩესტერ სიტისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეაზე განცხადება გააკეთა.

"სეზონის სტარტზე ფიფასთან და არსენ ვენგერთან შეხვედრა მქონდა, სადაც ამიხსნეს, თუ რისი მიღწევა სურთ", - ციტირებს 30 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports.

"სასურველის მისაღწევად ყველა ფედერაციის, უეფასა და ფიფას ქმედებების კოორდინაცია იქნება საჭირო. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ".

"დაჟინებით ვამბობდი, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელებისთვის ნორმალური შვებულება აუცილებელია. მაგრამ თავად იდეა ცუდი არ არის, თუ ყველა მზად იქნება თანამშრომლობისთვის", - დასძინა დე ბრუინმა.