ავტორიზაცია

შეხვედრა შედგა და მოლაპარაკებებიც გაიმართა — ზალცბურგის ბომბარდირი ბარსელონაში?

შეხვედრა შედგა და მოლაპარაკებებიც გაიმართა — ზალცბურგის ბომბარდირი ბარსელონაში?
თარიღი 15 ნოე 2021, 16:46

"ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, კარიმ ადეიემიმ შესაძლოა ავსტრიული კლუბის რიგები დატოვოს.

როგორც Sport1-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, 19 წლის გერმანელით "ბარსელონაა" დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ხავის ადეიემის თამაში მოსწონს.

ფეხბურთელის აგენტს "ბლაუგრანასთან" კონტაქტი უკვე ჰქონდა და რამდენიმე კვირის წინ, მოლაპარაკებების გასამართად ბარსელონაშიც კი ჩავიდა.

ამასთანავე, ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იტყობინება, რომ თავად ადეიემიც დაინტერესებულია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ტრანსფერით.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "ზალცბურგის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.