ავტორიზაცია

სტერლინგის ალტერნატივები შერჩეულია — ბარსას შორტ-ლისტში ჩელსის ერთბაშად 3 ფეხბურთელია

სტერლინგის ალტერნატივები შერჩეულია — ბარსას შორტ-ლისტში ჩელსის ერთბაშად 3 ფეხბურთელია
თარიღი 15 ნოე 2021, 18:11

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, კატალონიელები თავდაპირველად სამი ფეხბურთელის იჯარით დამატებასა და მცველ დანი ალვეშის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას გეგმავდნენ.

შეტევის ხაზის გასაძლიერებლად "ბლაუგრანა" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის არენდით გადაბირების შესაძლებლობას განიხილავდა, მაგრამ ინგლისური კლუბი მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზეა თანახმა.

"ქალაქელთა" 26 წლის შემტევის ალტერნატივად "ჩელსის" 3 ფეხბურთელი სახელდება: კრისტიან პულიშიჩი, ჰაკიმ ზიეჩი და კალუმ ჰადსონ-ოდოი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ამ მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ამერიკელი აინტერესებს.

მიმდინარე სეზონში პულიშიჩმა ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატთა" მაისურით მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.