ვინ რამდენი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებში 2021 წელს?
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 კალენდარული წელი უზბეკეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაასრულა. "ჯვაროსნებმა" საერთო ჯამში ერთ კალენდარულ წელიწადში გაიტანეს 10 გოლი და გაუშვეს 20.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების 10 ბურთს - 4 გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, 2 - ზურიკო დავითაშვილის, თითო თითო ბურთი კი შეაგდეს თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი აბურჯანიამ, დავით ვოლკოვმა და გიორგი მიქაუტაძემ.
კვარაცხელიამ დუბლი შეუსრულა შვედეთს, თითო თითო გოლი კი მან ესპანეთსა და საბერძნეთს გაუტანა. დავითაშვილმა თავის მხრივ აიღო აიღო ბულგარეთისა და კოსოვოს კარი.
დანარჩენები - ოქრიაშვილი (კოსოვო), აბურჯანია (რუმინეთი), ვოლკოვი (უზბეკეთი) და მიქაუტაძე (რუმინეთი). ვილი სანიოლის შეგირდების სრული მონაგარი ასეთია:
ხვიჩა კვარაცხელია - 4 გოლი
ზურიკო დავითაშვილი - 2 გოლი
თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი აბურჯანია, დავით ვოლკოვი, გიორგი მიქაუტაძე - 1 გოლი