ავტორიზაცია

VIDEO: ინგლისმა სტუმრად 10:0 მოიგო, კეინმა პოკერი შეასრულა

თარიღი 16 ნოე 2021, 01:45

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისმა სტუმრად სან მარინო 10:0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში 4 გოლი ჰარი კეინმა გაიტანა (2 პენალტით), თითო-თითო კი ჰარი მაგუაირმა, ემილ სმიტ როუმ, ტაირონ მინგსმა, ტემი აბრამამა, ბუკაიო საკამ, კიდევ ერთი გოლი კი ავტოგოლის შედეგად გავიდა.

შედეგად, ინგლისმა ჯგუფი 30 შესაძლოდან 26 ქულით დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირი გზით მიემართება, ამ ჯგუფიდან პლეი-ოფში კი პოლონეთი გადავიდა.