ავტორიზაცია

"პრესა იმას ამბობს, რისი მოსმენაც ხალხს უნდა", - პიკემ უარყო, რომ ხავიმ მისი ინტერვიუ გააუქმა

"პრესა იმას ამბობს, რისი მოსმენაც ხალხს უნდა", - პიკემ უარყო, რომ ხავიმ მისი ინტერვიუ გააუქმა
თარიღი 16 ნოე 2021, 10:44

„ბარსელონას“ მცველმა, ჟერარ პიკემ, უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა მისი დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა.

ფეხბურთელის თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„პრესა ამბობს იმას, რისი მოსმენაც ხალხს უნდა. მათ რომ ნამდვილი ისტორია იცოდნენ იმისა, თუ რა ინტერვიუ იგეგმებოდა... ხავიმ არც კი იცოდა, რომ მე ის გავაუქმე.

მართალია, რომ მე გავაკეთე ეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილით. ბოლოს და ბოლოს, არის წესები, რომელიც ხავიმ მოიტანა და თუ ყურადღების გადატანა სხვა რამეზე გსურთ, მას უნდა უთხრათ.

დიახ, მინდოდა ინტერვიუს მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არც დავაორგანიზებდი. თუმცა, ამის გაკეთება სხვა დროსაც შეიძლება. უკეთესი, უფრო მისაღები დღე მოვძებნოთ.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

ხავი „ბარსელონაში“ პირველ მატჩს 20 ნოემბერს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.