ავტორიზაცია

"იმედია, მსოფლიო ჩემპიონატსაც მოვიგებთ", - მანჩინი პლეი-ოფში გადასვლის შემდეგ

"იმედია, მსოფლიო ჩემპიონატსაც მოვიგებთ", - მანჩინი პლეი-ოფში გადასვლის შემდეგ
თარიღი 16 ნოე 2021, 12:15

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩი (0:0) შეფასა, რის გამოც იტალია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

„ახლა ვეღარაფერს ვიზამთ, მარტში თამაში გვაქვს და შევეცდებით მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ამჟამად, მთელი ძალებით ვცდილობთ გოლები გავიტანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბურთსაც ვფლობთ და ვდომინირებთ კიდეც.

ჩრდილოეთ ირლანდია თავს მთელი გუნდებით იცავდა და ასეთი დაცვის გარღვევას ყველანაირად ვცდილობდით. სამწუხაროა, რადგან ჯგუფში საქმეები იქამდე გაცილებით ადრე უნდა მოგვეგვარებინა, სანამ აქამდე მოვიდოდა სიტუაცია. გადამწყვეტ მატჩებში ორი გამოუყენებელი პენალტი გვქონდა, რაც ამტკიცებს, რომ მოგების შანსები ნამდვილად გვქონდა.

შვეიცარიასთან ორ ფრესთან ერთად, რომლებშიც ჟორჟინიომ ორივეში გააცუდა თითო პენალტი, იტალიამ ასევე ბევრი დაკარგა ბულგარეთთან ფრის გამო. ახლა მარტისთვის ვემზადებით და პლეი-ოფზე დამაჯერებლად გავალთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილს მარტში დავჯავშნით და იმედია, ამ ტურნირსაც მოვიგებთ.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს RAI Sport.