ავტორიზაცია

რემსი: "ასეთი შანსი შეიძლება ვეღარასდროს მივიღოთ"

რემსი: "ასეთი შანსი შეიძლება ვეღარასდროს მივიღოთ"
თარიღი 16 ნოე 2021, 12:27

უელსის ნაკრების ნახევარმცველმა აარონ რემსიმ, ბელგიასთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრა დღეს, 16 ნოემბერს, საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაიმართება. 

უელსს 14 ქულა აქვს და გუნდი მეორე ადგილს იკავებს, მესამეზე ჩეხეთია 3 ქულით ნაკლებით, რომელიც ბოლო ტურში ესტონეთს მასპინძლობს.

„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი არც ისე ხშირად გვეძლევა. შეიძლება ეს იყოს ბოლო შანსი, როცა მსგავსი შესაძლებლობა გვაქვს. 

ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება იყო და დღემდე არაფერი შეცვლილა. თუ სამშაბათს სათანადო შედეგს მივაღწევთ, ამოცანა შესრულებული იქნება.

მოახლოვებულ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რათა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, შემდეგ კი ვნახოთ.“ - ციტირებს რემსის სიტყვებს BBC Sport.

ჯგუფში მეორე ადგილის გასანაღდებლად უელსს ბელგიასთან ფრეც ეყოფა.