ავტორიზაცია

ეშლი კოულმა კარლო ანჩელოტი, არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო შეადარა ერთმანეთს

ეშლი კოულმა კარლო ანჩელოტი, არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო შეადარა ერთმანეთს
თარიღი 16 ნოე 2021, 12:31

„ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების ექს-მცველმა, ეშლი კოულმა შეადარა თავისი ყოფილი სამი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი, არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო.

„კარლო ანჩელოტის მუშაობაში საკვანძო როლს ასრულებს მისი ხალხის მართვის ცოდნა და სხვა ადამიანების რაც შეიძლება უკეთ გაცნობის სურვილი. ის ისეთ ვარჯიშებს ნერგავდა, რომელში მონაწილეობაც ყოველთვის მოგინდებოდა. ის გეხმარება სიმშვიდის შეგრძნებაში.

ანჩელოტის შეგიძლია ნებისმიერ დროს მიმართო. ამის დახმარებით, მე ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებდი.

არსენი ნამდვილი მასწავლებელი იყო. ბევრი რამ ვისწავლე მასთან ერთად საკუთარ შეცდომებზე. 

რაც შეეხება ჟოზეს, მას დეტალიზაციის და დათვლის კუთხით, მატჩზე ყოველთვის დიდებული გეგმები ჰქონდა.“ - ციტირებს კოულის სიტყვებს Daily Mail.

ანჩელოტისთან და მოურინიოსთან კოული „ჩელსიში" მუშაობდა, ვენგერთან კი - იქამდე, „არსენალში".