ავტორიზაცია

"პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდ საქმეს ასრულებს", - ფერდინანდმა ისაუბრა, თუ როგორი მწვრთნელი სჭირდება იუნაიტედს

"პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდ საქმეს ასრულებს", - ფერდინანდმა ისაუბრა, თუ როგორი მწვრთნელი სჭირდება იუნაიტედს
თარიღი 16 ნოე 2021, 13:51

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, უპასუხა შეკითხვას, როგორი მწვრთნელი სჭირდება „ემიუს“.

„როცა მწვრთნელი ახალ კლუბში მოდის, მაშინვე უნდა დაანახოს, რატომ აირჩიეს სწორედ რომ ის. კარგი მაგალითის სახით ანტონიო კონტეს მოვიყვან. როცა ის გუნდში მოდის, უბრალოდ ამბობს: „ყველამ იცით, ვინ ვარ და იცით, რა მოხდება - თუ ჩემთან ერთად არ ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ.“ ვფიქრობ, სწორედ ასეთი მიდგომა, ასეთი მენტალიტეტი განასხვავებს უბრალოდ კარგ მწვრთნელებს საუკეთესოებისგან.

მწვრთნელს უნდა შეეძლოს მოვიდეს და გასახდელში იბატონოს, სადაც მის გარდა უამრავი ეგოა, პიროვნულობა და ხასიათი. არ ვიცნობ ტენ ჰაგს პირადად, მაგრამ „აიაქსში“ ის დიდებულ საქმეს ასრულებს. „აიაქსი“ კი პატარა კლუბი არ არის. პირიქით, დიდი კლუბია, ნიდერლანდებში უდიდესიც კი.

დიახ, მასშტაბი მაინც არ არის ისეთივე დიდი, მაგრამ კლუბი მაინც ძალიან ცნობილია და მწვრთნელისგან დიდი მოლოდინია, მისგან გამარჯვებებს ყოველდღე ელოდებიან. 

თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოვა, მოლოდინი იგივე იქნება.“ - აღნიშნა ფერდინანდმა.