ავტორიზაცია

კოუტინიოს ზამთარში ბარსელონას დატოვება არ სურს

კოუტინიოს ზამთარში ბარსელონას დატოვება არ სურს
თარიღი 16 Nov 2021, 13:56

„ბარსელონას“ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, გუნდის ზამთარში დატოვება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირე სათამაშო პრაქტიკა ეძლევა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ ბრაზილიელის გასხვისებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ცდილობდა, თუმცა კლუბი ვერ უპოვა. კატალონიელები მისი გაყიდვის ვარიანტს იანვარშიც განიხილავენ, თუმცა თავად მას შუა სეზონში წასვლა არ სურს.

კოუტინიოს სურვილია, მიმდინარე სეზონი „ბლაუგრანას“ რიგებში ჩაამთავროს და 2022 წლის ზაფხულში მოიძიოს სასურველი ვარიანტი.

„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ხავი, კოუტინიოსთან უახლოეს პერიოდში დალაპარაკებას აპირებს. შესაძლოა, მწვრთნელმა ფილიპეს კიდევ ერთ შანსს მისცემს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ 2018 წელს 135 მილიონ ევროდ გადავიდა, მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.