ავტორიზაცია

ჰოლანდის კვალდაკვალ თუ პირდაპირ ბარსელონაში?! ზალცბურგის ვარსკვლავისთვის გრანდები იბრძვიან

ჰოლანდის კვალდაკვალ თუ პირდაპირ ბარსელონაში?! ზალცბურგის ვარსკვლავისთვის გრანდები იბრძვიან
თარიღი 16 ნოე 2021, 16:41

ევროპული კლუბები „ზალცბურგის“ შემტევის კარიმ ადეიემის შეძენისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

Sport1.de-ს ინფორმაციით, ამ კვირაში „ბარსელონა“ 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ავსტრიული გუნდისთვის 40 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.

„ბარსას“ გარდა, კარიმის შეძენით აქტიურად ინტერესდება დორტმუნდის „ბორუსიაც“. იმდენად, რომ თითქოს, გერმანელები მზად არიან ადეიემის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტში წლიურად 5 მილიონი ევრო გადაუხადონ.

როგორც ირკვევა, „დორტმუნდი“ ადეიემისთვის ბრძოლაში ფავორიტია, რადგან კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების კუთხით კარგი რეპუტაცია აქვს. 

თუ გერმანელი ფეხბურთელი „დორტმუნდში“ გადავა, ის ერლინგ ჰოლანდის გზის ანალოგიურად წავა, რომელიც „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში სწორედ „ბორუსიაში“ გადავიდა.

ადეიემიმ ყველაზე შთაბეჭდილება მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინა, რომელშიც 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.