ავტორიზაცია

მილანი უახლოეს პერიოდში პიოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

მილანი უახლოეს პერიოდში პიოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
თარიღი 16 ნოე 2021, 16:45

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი, უახლოეს პერიოდში გუნდთანახალ კონტრაქტს გააფორმებს.

CalcioMercato-ს ინფორმაციით, მხარეებმა პრაქტიკულად ყველა დეტალი შეათანხმეს და მხოლოდ ფორმალობების დაზუსტება დარცა.

უახლოეს პერიოდში, „მილანის“ აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი მივლინებიდან დაბრუნდება, რის შემდეგაც პიოლისთან ახალ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

იტალიელი მწვრთნელი „როსონერისთან“ ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება, მისი ხელფასი კი წელიწადში 1 მილიონით გაიზრდება და ამიერიდან წლიურად 3.5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ პიოლი 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა „მილანში“, როცა ამ თანამდებობაზე მარკო ჯამპაოლო ჩაანაცვლა. 2020 წლის ივლისში ის გაშვებასთან იყო ახლოს და მისი ადგილი შეიძლებოდა რალფ რანგნიკს დაეკავებინა. თუმცა, ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა და პიოლიმ თანამდებობა შეინარჩუნა.