ავტორიზაცია

გარეტ ბეილმა ნაკრების განკარგულებაში მორიგი ტრავმა მიიღო

გარეტ ბეილმა ნაკრების განკარგულებაში მორიგი ტრავმა მიიღო
თარიღი 16 ნოე 2021, 16:55

მადრიდის „რეალის“ უელსელმა შემტევმა, გარეტ ბეილმა, ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მორიგი ტრავმა მიიღო.

როგორც ჟურნალისტი კარლოს როდრიგესი იტყობინება, ბეილმა ბელარუსთან (5:1) მატჩის მსვლელობისას დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.

ამის გამო, ბეილი დღეს ბელგიის წინააღმდეგ თავისი გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მადრიდში დაბრუნების შემდეგ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც იცით, ბეილმა მუხლის მძიმე ტრავმა აგვისტოს ბოლოს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე სწორედ ბელარუსთან შეხვედრაში დაბრუნდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენის გამოტოვება მოუწევს ბეილს, ყველაფერი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა. სეზონის ბოლოს მას „რეალთან" კონტრაქტი ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება.