ავტორიზაცია

ბენტეკე: "ტრავმების გამო ედენ აზარი სულ სხვა ფეხბურთელი გახდა"

ბენტეკე: "ტრავმების გამო ედენ აზარი სულ სხვა ფეხბურთელი გახდა"
თარიღი: 16 ნოე 2021, 17:00

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრისტიან ბენტეკემ, ედენ აზარის კარიერის წარუმატებელ პერიოდზე ისაუბრა.

„ის სხვა მოთამაშედ იქცა. ახლა, ის ფეხბურთელებთან კონტაქტების თავიდან არიდებას ცდილობს. ეს სრულიად ნორმალურია, როცა კარიერაში ამდენი ტრავმის გადატანა მოგიწია.

თუმცა, თუ ის ახლა 5-6 ფეხბურთელის მოტყუებას ვერ ახერხებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის თამაშს ვეღარ აკონტროლებს. ახლა ის უფრო ჭკვიანურად გადაადგილდება.“ - აღნიშნა ბენტეკემ.

მიმდინარე სეზონში აზარმა „რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ ედენის მთავარი პრობლემა არა ტრავმებია, არამედ ის, რომ მას სხვა ფეხბურთელები ურჩევნია.