ავტორიზაცია

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს არგენტინასთან მატჩში ვერ დაეხმარება

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს არგენტინასთან მატჩში ვერ დაეხმარება
თარიღი 16 ნოე 2021, 17:05

ბრაზილიის ნაკრების შემტევი, ნეიმარი, არგენტინასთან გასამართ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

Globo Esporte-ს ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ფეხბურთელს კუნთის პრობლემები აქვს, რის გამოც ის არგენტინაში საერთოდ არ გაემგზავრა.

ნეიმარმა სამწვრთნელო შტაბს დისკომფორტის შესახებ შეატყობინა და გამომდინარე იქიდან, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულია, „პსჟ-ს“ კი წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, გადაწყდა რომ ნეიმარი პარიზში ნაადრევად დაბრუნდება.

ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს 17 ნოემბერს გამთენიისას, 03:30 საათზე დაუპირისპირდებიან.