ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილი თავდამსხმელი, ენდი კეროლი ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილი თავდამსხმელი, ენდი კეროლი ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 16 ნოე 2021, 19:34

"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ენდი კეროლი "რედინგში" ითამაშებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჩემპიონშიპის ბინადარი კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

32 წლის ფორვარდმა 2022 წლის იანვრამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბოლოს კეროლი "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა, რომლის რიგებიც გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გასულ სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად "კაჭკაჭების" მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.