ავტორიზაცია

"რეალში დარწმუნებულები არიან, რომ ჰოლანდი ზაფხულში პრემიერ ლიგის კლუბში გადავა", - ესპანელი ჟურნალისტი

"რეალში დარწმუნებულები არიან, რომ ჰოლანდი ზაფხულში პრემიერ ლიგის კლუბში გადავა", - ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 16 ნოე 2021, 20:57

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გადავიდეს.

ესპანური საფეხბურთო შოუს, El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა, ედუარდო ინდამ იწინასწარმეტყველა, რომ ნორვეგიელი ზაფხულში "რეალში" გადავა, სადაც ამჟამად "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპესთან ერთად ითამაშებს.

მიუხედავად ამისა, როგორც მას გადაცემის წამყვანმა, ხოსეპ პედრეროლმა უპასუხა, მადრიდულ კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ "დორტმუნდის" ლიდერი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის სუპერვარსკვლავისთვის "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" იბრძვიან.

მომავალ ზაფხულს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მბაპეს ხელში ჩაგდება უნდა, რომელსაც "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

მიზეზი, რის გამოც რეალი ჰოლანდისთვის ბრძოლას შესაძლოა გამოეთიშოს