ავტორიზაცია

პერესი: "1955 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი შეიქმნა და მაშინაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო, ვიბრძოლებ"

პერესი: "1955 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი შეიქმნა და მაშინაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო, ვიბრძოლებ"
თარიღი 16 ნოე 2021, 22:38

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

"1955 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი შეიქმნა და მაშინაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო", - აცხადებს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელი.

"ფეხბურთში უნდა ისარგებლოთ არსებული ძლიერი მხარეებითა და რესურსებით. არსებობს ევროკავშირის პრინციპები, სოლიდარობა, კონკურენცია და სამართლიანი თამაში".

"წესრიგი უნდა დამყარდეს. ამისათვის ვიბრძოლებ", - დასძინა პერესმა Marca-სთან საუბრისას.