ავტორიზაცია

მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი დასრულებულია! ცნობილია ყველა გუნდი, რომელიც მუნდიალზე პირდაპირ გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი დასრულებულია! ცნობილია ყველა გუნდი, რომელიც მუნდიალზე პირდაპირ გავიდა
თარიღი 17 ნოე 2021, 01:58

და უკვე ოფიციალურად - მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ეტაპი დასრულებულია.

დღეს გახდა ცნობილი 10-ვე ჯგუფის გამარჯვებული და ასევე 12 იმ გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას.

მაშ ასე, ევროპული შესარჩევი ეტაპიდან მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავიდნენ შემდეგი ნაკრებები:

სერბეთი, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ხორვატია, ინგლისი და გერმანია.

პლეი-ოფში ასპარეზობას გააგრძელებენ შემდეგი ნაკრებები:

პორტუგალია, შვედეთი, იტალია, უკრაინა, უელსი, შოტლანდია, თურქეთი, რუსეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია, ჩეხეთი - ბოლო ორი გუნდი პლეი-ოფის საზგურს ერთა ლიგიდან მიიღებს.

12 გუნდი პლეი-ოფში შემდეგ ფორმატში დაუპირისპირდება ერთმანეთს: იქნება ერთმატჩიანი დაპირისპირებები, ნახევარფინალი და ფინალი, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ სამი მონაწილე გაირკვევა.

12 გუნდიდან 6 იქნება განთესილი და 6 - არა, რა თქმა უნდა ფიფას რეიტინგიდან გამომდინარე. ნახევარფინალურ ეტაპში განთესილი გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ფინალში - კი! შესაბამისად, პირველ ეტაპზე იტალია - პორტუგალიის დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ.

პლეი-ოფები მარტში გაიმართება, ნახევარფინალური ეტაპი 24/25 და ფინალური 28/29 მარტს. მატჩების მასპინძლებს კენჭისყრა დაადგენს.

საპლეიოფო ეტაპის კენჭისყრა 26 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.