ავტორიზაცია

VIDEO: ბენზემამ და მბაპემ ფინეთს ოცნება დაუნგრიეს

თარიღი 17 ნოე 2021, 02:02

მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთმა სტუმრად ფინეთს მოუგო და პლეი-ოფის გარეშე დატოვა.

დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ფინელები პარალელური მატჩების განურჩევლად მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გადიოდნენ, თუმცა მათი ოცნება ფრანგებმა დაასრულეს.

66-ე წუთზე კილიან მბაპემ კარიმ ბენზემას გაატანინა, ათ წუთში კი თავი თავადაც გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შესაბამისად, საფრანგეთმა 18 ქულა დააგროვა და მუნდიალის შესარჩევი ეტაპი დამაჯერებლად პირველ ადგილზე დაასრულა, ამ ჯგუფიდან მეორე ადგილზე და პლეი-ოფში კი უკრაინა გავიდა 12 ქულით, რომელმაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ბოსნია და ჰერცოგოვინა 2:0 დაამარცხა.