ავტორიზაცია

VIDEO: ჩარაზმული სუპერკლასიკო - ბრაზილიამ და არგენტინამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 17 ნოე 2021, 10:02

მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთამერიკული შესარჩევის მე-14 ტურში არგენტინამ ბრაზილიას უმასპინძლა.

შეხვედრა „ესტადიო დელ ბისენტენარიოზე“ გაიმართა და ნულოვან ფრედ, 0:0 დასრულდა.

გუნდებმა ძალიან თანაბარი მატჩი ჩაატარეს - არგენტინამაც და ბრაზილიამაც მეტოქის კარისკენ 9-ჯერ გაისროლეს, თუმცა მასპინძლების 3 დარტყმა გახდა ზუსტი, ბრაზილიელების კი - 2.

ეს ნულოვანი ფრე სატურნირო ცხრილში ვერაფერს ცვლის. ბრაზილიამ წაუგებელი სვლა გააგრძელა და 35 ქულით პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს. გუნდი მუნდიალზე უკვე ოფიციალურად გასულია.

ასევე ამ შესარჩევზე წაუგებლად მიდის არგენტინაც, რომელსაც 14 მატჩში 8 მოგება და 5 ფრე დაუგროვდა - გუნდს ბრაზილიაზე 6 ქულით ნაკლები აქვს, თუმცა უახლოეს მდევარ ეკვადორს 6 ქულით უსწრებს და ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.