ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხავის დანიშვნის შემდეგ, ბარსელონა ტექნიკურმა დირექტორმა თვითნებურად დატოვა

ოფიციალურად: ხავის დანიშვნის შემდეგ, ბარსელონა ტექნიკურმა დირექტორმა თვითნებურად დატოვა
თარიღი 17 Nov 2021, 11:57

„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რამონ პლანესმა გუნდის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი, თავად პლანესის თხოვნით იყო შეწყვეტილი, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

როგორც ირკვევა, პლანესმა გუნდიდან წასვლა მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნის შემდეგ გადაწყვიტა. კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პრესაში ირკვევა, ანალოგიურ თანამდებობაზე „ბარსელონაში“ შესაძლოა გუნდის ექს-კაპიტანი კარლეს პუიოლი, ან ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილი იორდი კრუიფი დაინიშნონ.

„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის პირველ მატჩს ხავი ერნანდესი 20 ნოემბერს, „ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.