ავტორიზაცია

"მილანის მადლიერი ვარ", - ჩალჰანოღლუმ ინტერში გადასვლის მიზეზები დაასახელა

"მილანის მადლიერი ვარ", - ჩალჰანოღლუმ ინტერში გადასვლის მიზეზები დაასახელა
თარიღი 17 ნოე 2021, 12:05

თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, „მილანიდან“ „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლაზე ისაუბრა.

„ჩემი კონტრაქტი იწურებოდა. „მილანში“ ოთხი წელი გავატარე, ყველას პატივს ვცემ, ყველასთან კავშირს ვინარჩუნებ, არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ჩემს კარიერას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა და ოჯახთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ წასვლა აჯობებს.

„ინტერში“ გადასვლის მოხარული ვარ, ეს დიდი გუნდია, რომელმაც გასულ სეზონშ იტალიის ჩემპიონატი მოიგო და წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. „მილანის“ მადლიერი ვარ, ეს კარგი პერიოდი იყო და იქ მყოფთაგან პრობლემა არავისთან არ მაქვს.

ინძაგის ძალიან უნდოდა, რომ „ინტერში“ გადავსულიყავი, ევროს დროს მან 3-4-ჯერ დამირეკა. მომავალს ჩემს აგენტებთან ერთად განვიხილავდი. ვიცოდი, რომ „ინტერი“ ძალიან ძლიერია, რომ ძალიან ბევრი დერბი აქვს „მილანთან“ მოგებული, ბევრად მეტი. საკუთარ თავს ვუთხარი: „მიდი, „ინტერი“ - შესანიშნავი ვარიანტია.“

გვინდა, ჩემპიონატი მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებულად ვიასპარეზოთ. თავდაპირველად „შახტარი“ უნდა დავამარცხოთ. ასევე, არის იტალიის ჩემპიონატიც - მისი მოგებაც გვინდა. გვსურს ყველა ტიტული მოვიგოთ.

ეს არის ჩემი ოცნება. მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და ბავშვებს ვაჩვენო: „აი ეს ჯილდოები „ინტერში“ თამაშისას მოვიგე.“ - აღნიშნა თურქმა 433-ს პოდკასტში.