ავტორიზაცია

"მის ასაკში ბურთსაც ვერ ვაკონტროლებდი", - კრისტიან ვიერიმ ერლინგ ჰოლანდი შეაქო

"მის ასაკში ბურთსაც ვერ ვაკონტროლებდი", - კრისტიან ვიერიმ ერლინგ ჰოლანდი შეაქო
თარიღი 17 ნოე 2021, 12:08

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, კრისტიან ვიერიმ, „ბორუსია დორტმუნდის“ თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

„ასეთ ასაკში არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ჰოლანდის მსგავსი იქნებოდა. მისი გამოსასყიდი 80 მილიონი ევროა? ის ხომ 200 მილიონიც კი ღირს.

ის მატჩების ბედს წყვეტს. მის ასაკში მე ბურთსაც კი ვერ ვაკონტროლებდი.

ჰოლანდს ან ვლახოვიჩს ყველანაირი დაფიქრების გარეშე დავიმატებდი.“ - აღნიშნა იტალიელმა.

2022 წლის ზაფხულიდან ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება, თუმცა „დორტმუნდი“ მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს, რათა კიდევ მინიმუმ ერთი წლით თავისთან დაიტოვოს.