ავტორიზაცია

"რთული მეტოქეები იყვნენ", - ორი უძლიერესი მცველი, რომელთა წინააღმდეგაც ედეგორს უთამაშია

"რთული მეტოქეები იყვნენ", - ორი უძლიერესი მცველი, რომელთა წინააღმდეგაც ედეგორს უთამაშია
თარიღი 17 ნოე 2021, 15:40

"არსენალისა" და ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

ასე და ამგვარად, "მეთოფეთა" 22 წლის ფეხბურთელმა დაასახელა ის ორი მცველი, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

"რთულია. რა თქმა უნდა, სერხიო რამოსი უნდა დავასახელო, ესპანეთში მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე".

"და ვირჯილ ვან დეიკი. მის წინააღმდეგ ნაკრებში ვითამაშე, ასე რომ ამ ორს დავასახელებ. რთული მეტოქეები იყვნენ", - ციტირებს ედეგორის სიტყვებს Metro.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.