ავტორიზაცია

რეალმა იანვარში შესაძლოა ვან დე ბეკი დაიმატოს

რეალმა იანვარში შესაძლოა ვან დე ბეკი დაიმატოს
თარიღი 17 ნოე 2021, 16:43

არ არის გამორიცხული, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, წერს Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ჰოლანდიელი "რეალს" სურს. მადრიდულ გრანდს იმედი აქვს, რომ "ეშმაკუნების" ფეხბურთელს ხელში დაბალ ფასში ჩაიგდებს, რადგან "ემიუს" რიგებში მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს.

მიმდინარე სეზონში ვან დე ბეკმა მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე საერთო ჯამში 154 წუთი გაატარა.

Transfermarkt-ის ვერსიით, დონი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, ამჟამად 25 მილიონი ევრო ღირს.