ავტორიზაცია

ნკეტია არსენალიდან წასვლასთან ახლოს არის

ნკეტია არსენალიდან წასვლასთან ახლოს არის
თარიღი 17 ნოე 2021, 16:46

დიდი ალბათობით, "არსენალი" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელ ედვარდ ნკეტიას შეელევა, წერს Sky Sports.

22 წლის ფეხბურთელს "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერა და ვერ შეთანხმდნენ.

სავარაუდოდ, ნკეტიას აგენტი იანვარში თავისი კლიენტისთვის ახალი სამუშაო ადგილის ძიებას დაიწყებს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ინგლისელმა ლონდონური კლუბის რიგებში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ორივე ინგლისის ლიგის თასზე და ორი გოლი გაიტანა.