ავტორიზაცია

ტოტენჰემის ექს-მწვრთნელმა შესაძლოა ფრანგული კლუბი ჩაიბაროს

ტოტენჰემის ექს-მწვრთნელმა შესაძლოა ფრანგული კლუბი ჩაიბაროს
თარიღი 17 ნოე 2021, 16:50

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს RMC.

47 წლის მწვრთნელით "ლილია" დაინტერესებული. სანტუს წარმომადგენელმა შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, ეშპირიტუ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "ტოტენჰემში" დაინიშნა, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.

"დეზებმა" სანტუ გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ანტონიო კონტე დანიშნეს.