ავტორიზაცია

ტრიპიერი ტრავმირებულია და მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა

ტრიპიერი ტრავმირებულია და მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა
თარიღი 17 ნოე 2021, 16:57

"ატლეტიკოს" მცველი, კირან ტრიპიერი მიმდინარე კალენდარული წლის ბოლომდე იუქმებს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ინგლისელს მხრის მყესები აქვს დაჭიმული.

ტრიპიერი ლა ლიგის მე-13 ტურში "ვალენსიასთან" (3:3) გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

31 წლის ფლანგის მცველს "როხიბლანკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაცით, ტრიპიერის ხელში ჩაგდება "ნიუკასლს" სურს.