ავტორიზაცია

ნაპოლი ოსიმჰენს ახალ კონტრაქტს უმზადებს

ნაპოლი ოსიმჰენს ახალ კონტრაქტს უმზადებს
თარიღი 17 ნოე 2021, 16:59

"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმჰენთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

ნეაპოლელთა ხელმძღვანელობის პრიორიტეტული დავალება ამჟამად სწორედ 22 წლის ფორვარდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა.

"ნაპოლისთან" ნიგერიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლამდეა გათვლილი, თუმცა კლუბი მზადაა მას გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს, რათა სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი ჩაახშოს.

2021/22 წლების სეზონში ოსიმჰენმა ნეაპოლელთა რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.