ავტორიზაცია

რომა ჯანლუკა მანჩინის კონტრაქტს უხანგრძლივებს

რომა ჯანლუკა მანჩინის კონტრაქტს უხანგრძლივებს
თარიღი 17 ნოე 2021, 17:04

"რომას" მცველი, ჯანლუკა მანჩინი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, იუწყება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

მხარეები მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე იმყოფებიან. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, როცა მოქმედი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ 25 წლის იტალიელის წლიური ხელფასი 3,5 მილიონი ევრო იქნება (+ ბონუსები). ამ დროისთვის, იგი სეზონში 2 მილიონს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში მანჩინიმ რომაელთა რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.