გალიანი: "ბალოტელის თავში მ*ღნერი უდევს, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი უნდა ყოფილიყო"
"მონცას" გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ კლუბის ყოფილი ფორვარდის, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.
"ყოველთვის მიყვარდა. ძალიან ვწუხვარ, რადგან ბევრად, ბევრად მეტისთვის უნდა მიეღწია", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
"კარიერის მანძილზე "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთი კანდიდატი უნდა ყოფილიყო. თავში მ*ღნერი უდევს. ძალიან ცოტა გააკეთა, თუ მის ტექნიკურ თვისებებს გავითვალისწინებთ", - დასძინა გალიანიმ.
შეგახსენებთ, ბალოტელი "მონცას" ღირსებას 2020/21 წლების სეზონში იცავდა. სერია ბ-ში ჩატარებულ 14 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა.
კარიერის მანძილზე 31 წლის ფორვარდს "ინტერის", "მანჩესტერ სიტის", "მილანის", "ლივერპულის", "ნიცას", "მარსელის", "ბრეშიასა" და იტალიის ნაკრებშიც უთამაშია. ამჟამად "სუპერ მარიო" თურქული "ადანა დემირსპორის" ღირსებას იცავს.